საზოგადოება
"ყველაზე სერიოზული დაზიანება ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება''-ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს დაზიანებები თავის არეში აქვს.
იოსელიანმა ჯაფარიძე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა და როგორც პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, ჯაფარიძეს დაზიანებები დაკავების დროს, სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა მიაყენეს

"ყველაზე სერიოზული დაზიანება, მე რაც ვნახე ვიზუალურად ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება, სხვებს არ აქვთ ვიზუალურად, თუმცა ალბათ ეს ექიმებმა შესაბამისი დასკვნა უნდა დაწერონ და ეს გაირკვევა. ზურა ჯაფარიძეს პირადად ვესაუბრე, მომიყვა დაკავების დეტალები, მან მისცა ჩვენება. იმ ადამიანებმა ვის დააკავეს, მათგან მოხვდა ის ხელკეტი, რომლის გამოც აქვს თავზე დაზიანება, როგორც ის აცხადებს. როგორც ამბობს, ჯაფარიძე, სპეციალური დანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომლისგან მოხვდა, სავარაუდოდ, ვინც ის დააკავა, კონკრეტულად რა პოზიცია უკავია არ ვიცი, თუმცა ყოველ შემთხვევაში სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლისგან. ჩვენც გავაგზავნეთ ინფორმაცია, ამის შესახებ ზურა საქმის კურსშია", - თქვა ლევან იოსელიანმა.
Print