საზოგადოება
„სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება“-ყაველაშვილი
„სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება“, — ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა “ხალხის ძალიდან” მიხეილ ყაველაშვილმა ენმ-ის წევრ ხატია დეკანოიძეს, რომელმაც მას ორი წიგნის წაკითხვა ურჩია.

ხატია დეკანოიძე: მიშა, მე მაგალითად წავიკითხავდი 2 წიგნს და მერე მოვიდოდი აქ.

მიხეილ ყაველაშვილი: არ გადამრიო, მართლა? წიგნი რა შუაშია? სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ რაც გააკეთე, უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება. იმას შინაგანი მრწამსი სჭირდება და სინდისი სჭირდება.

— წიგნი თავშია. უმაღლესი განათლება არა გაქვთ… მიშა ძალიან უწიგნური ხარ.

— უწიგნური არა ვარ. შენ რა იცი მე რამდენი წიგნი მაქვს [წაკითხული]. რა იცი ჩემი განათლების შესახებ? შენ განათლება გგონია წიგნების წაკითხვა და არაა მარტო ეგ.ყაველაშვილმა თქვა, რომ ხატია დეკანოიძე რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებდა სხვა ქვეყნის ტელევიზიაში.

ხატია დეკანოიძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამშობლოს გამყიდველი იქნება ყველა, ვინც რუსულ კანონს დააჭერს ხელს.

წყარო:netgazeti.ge
Print