საზოგადოება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტამდე მისასვლელი დერეფანი გადაკეტილია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, თუმცა დარბაზში შესვლა შეზღუდულია. დარბაზამდე მისასვლელი გზა სამართალდამცავებს აქვთ გადაკეტილი და უშვებენ მხოლოდ მათ ვინც სპეციალურ სიაშია.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთაც. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.

მანამდე, პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომპარლამენტის შენობაში „დაშვების შეზღუდული რეჟიმია“.

მათი ცნობით, შეზღუდვა, რომლის „მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ, დამსწრე პირებს.
წყარო: ,,რადიო თავისუფლება''
Print