ახალი ამბები
ონლაინკამპანია - 1 000 000 ხელმოწერა ევროკავშირისთვის
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად ონლაინკამპანია 'მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის' მიმდინარეობს. ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან.


"მე, საქართველოს მოქალაქე განურჩევლად ჩემი პოლიტიკური კუთვნილებისა მხარს ვუჭერ საქართვლოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში) გაწევრიანებას. რადგან საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, თანახმა ვარ ჩემი სახელით ხელისუფლების შეცვლამდე პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამართონ მოლაპარაკებები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში) გაწევრიანების საკითხზე", – წერია განცხადებაში, რომლის ხელმოწერაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


თუ გსურთ შეუერთდეთ ონლაინკამპანიას, გადადით ბმულზე: https://bit.ly/3IJmDUE
Print