ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო აცხადებს წევრების მიღებას
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო აცხადებს წევრების მიღებას.

ახალგაზრდული საბჭოს მისიაა, ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების და საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობას.

ახალგაზრდული საბჭოს მიზანია ახალგაზრდების ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინება მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ახალგაზრდული საბჭოს წევრები ჩაერთვებიან სხვადასხვა სასწავლო ტრენინგში და აიმაღლებენ ცოდნას იმ მიმართულებით, რაც მათ დაეხმარება ფუნქცია–მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაში.

ახალგაზრდულ საბჭოში გაერთინებული იქნებიან 16-29 წლის ახალგაზრდები

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 21 მარტი, 18:00 საათი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაციის ფორმა.
Print