საზოგადოება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 13-დან 22 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივი მაცხოვრებლები საერთო კრებებზე ან საკონსულტაციო შეხვედრებზე, ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. 

მოსახლეობასთან შეხვედრები 15 თებერვალს დაიწყო.


დაბა ახალდაბაში და სოფელ ყვიბისში გამართულ საერთო კრებებს და საკონსულტაციო შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, მერიის, საკრებულოს და დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.



ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლების ყვიბისის და ახალდაბის მაცხოვრებლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს რას მოხმარდება დასახლებებისთვის გამოყოფილი თანხა.



დაბა წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



მათ წაღვერის, დაბის, მზეთამზის და ტიმოთესუბნის მაცხოვრებლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.






სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.შეხვედრა დღეს სოფელ დგვარშია დაგეგმილი 15:00 საათზე. რაც შეეხება შეხვედრების განრიგს იხილით ცხრილი.



პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული 872 000 ლარი დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.





Print