ახალი ამბები
ჟურნალისტ გიორგი გირკელიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გირ­კე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც წლე­ბია და­უდ­გე­ნელ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი კოლეგები და მე­გობ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"მე­გობ­რე­ბო, გი­ორ­გი გირ­კე­ლი­ძეს, ჩემს და ყვე­ლას მე­გო­ბარს, ბევ­რი იც­ნობთ. ბევ­რმა იცით ასე­ვე, რომ 7 წელ­ზე მე­ტია, გი­ორ­გი სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბას ვერ ახერ­ხებს, ვერ მუ­შა­ობს, უჭირს გა­და­ად­გი­ლე­ბა და მუდ­მი­ვად მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხებს კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო.

ამ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გი­ორ­გი და მისი მე­გობ­რე­ბის დიდი არ­მია, ვცდი­ლობ­დით სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში გვე­პო­ვა პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე - რა სჭირს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჰი­პერ აქ­ტი­უ­რი იყო და დღეს, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ნი­მუმ­საც ვერ იყე­ნებს.

სხვა­დას­ხვა დროს სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი და პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბით, ამ დრომ­დე მო­ვე­დით. ყვე­ლა ჩა­რე­ვა, მხო­ლოდ მოკ­ლე­ვა­დი­ან ეფექ­ტზე გათ­ვლი­ლი აღ­მოჩ­ნდა და რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი ისევ ვერ დად­გა.

გი­ორ­გი ისევ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ისევ არ გვაქვს და­ზუს­ტე­ბუ­ლი პა­სუ­ხი - მის სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას რა სჭირ­დე­ბა. ამის­თვის, ის გა­ნი­ხი­ლავ­და ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ წას­ვლას, თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს რამ­ხე­ლა ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც გა­და­წყდა თურ­ქეთ­ში წას­ვლა, სა­დაც მას კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნად­გო­მით, შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბა. თურ­ქე­თი, გა­და­წყდა იმის გამო, რომ ფი­ნან­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­ცი­ლე­ბით მცი­რეა და მე­ო­რეს მხრივ, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, იქ მას ელო­დე­ბი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­რა­ლურ და ფი­ზი­კურ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვენ.

იმი­სათ­ვის, რომ გი­ორ­გიმ შეს­ძლოს ამ გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. არ და­ვი­ზა­როთ, ვის რამ­დე­ნიც და რო­გორც შეგ­ვიძ­ლია, ისე და­ვეხ­მა­როთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს სი­კე­თე ჩვენც და გი­ო­საც ას­მა­გად დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა. და­ვეხ­მა­როთ გიოს, სრულ­ფა­სო­ვან ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში დაბ­რუნ­დეს. ეს არის გი­ორ­გის ან­გა­რი­ში - ჩა­რი­ცხუ­ლი ერთი ლა­რიც, ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს, ჩვენ ხომ ბევ­რნი ვართ, გა­დავ­დოთ ერთი დღით კა­ფე­ში წას­ვლა, ან ერთი კო­ლო­ფით ნაკ­ლე­ბი სი­გა­რე­ტი ვი­ყი­დოთ, ან რა ვიცი, უბ­რა­ლოდ სი­კე­თე გა­ვა­კე­თოთ! ვიცი, რომ რთუ­ლი პე­რი­ო­დია ეკო­ნო­მი­კუ­რად, ვიცი, რომ ყვე­ლას ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, მაგ­რამ მა­ინც. თქვე­ნი მად­ლი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით ყო­ველ­თვის!"
- წერენ ჟურნალისტის კოლეგები და მეგობრები.



თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მითითებულ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:


საქართველოს ბანკი:

GE42BG0000000173971300



თიბისი ბანკი:

GE54TB7700545064300030

მიმღები – გიორგი გირკელიძე
Print