საზოგადოება
ბორჯომში სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა
ბორჯომში 15 თებერვალს სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილებდნენ რეგიონის სკოლები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები .
ფორუმის მსვლელობისას ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეების მიერ შექმნილ 15 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას. მოზარდებმა საკუთარი ხედვა გაუზიარეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რათა ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში.
სკოლა-ბიზნესის ფორუმი ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „ახალციხის ახალგაზრდული ცენტი“.


Print