საზოგადოება
გასულ წელს პირველად წარსდგა DMO საერთაშორისო ასპარეზზე - დავით მუმლაძემ საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა
15 თებერვალს, ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვერდას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები, რეგიონის არასამთავრობო, საგანმანათლებლო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2022 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისთვის. სამი საერთაშორისო გამოფენა, ექვსი საინფორმაციო ტური, ვიდეო-კლიპები, ბროშურები, გზამკვლევები და ბევრი სხვა პროდუქტი - ეს ის მცირედია 2022 წელს სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებიდან. თუმცა, რაც ყველაზე საამაყოა, 2022 წელს პირველად წარსდგა DMO საერთაშორისო ასპარეზზე, რაც, შესაბამისად, ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის შესახებ ცნობადობის ზრდას საერთაშორისო ვიზიტორებში.

Print