საზოგადოება
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 000-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 000-ს გადააჭარბა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის განცხადებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 24,617-მდე გაიზარდა.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის „თეთრი ჩაფხუტების“ ცნობით კი, სირიაში დაღუპულთა დადასტურებული საერთო რაოდენობა 3,575-ია, მათ შორის 2,167 ადამიანი სტიქიას მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ემსხვერპლა.

წყარო: https://www.interpressnews.ge/
Print