ახალი ამბები
ბაკურიანისკენ მიმავალ ავტომობილებს საპატრულო პოლიცია ამოწმებს
ბაკურიანისკენ თუ გამგზავრებას დააპირებთ, გაითვალისწინეთ რომ ზამთრის საბურავები აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გზის გაგრძელების უფლებას არ მოგცემენ. დაახლოებით ერთი კვირაა რაც დაბა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიასთან, საპატრულო პოლიცია მანქანების საბურავებს ამოწმებს. პატრულირების მიზანი, ავტოსაგზაო შემთხვევებისგან თავის არიდებაა. საპატრულო პოლიცია პრევენციისთვის კონტროლს არამხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, არამედ შემდგომშიც გააგრძელებს.
Print