ახალი ამბები
"ჩემი შვილები სულ ტირიან, მაგრამ როგორ დავბრუნდე, გზებია გადმობრუნებული" - ემიგრანტი სტიქიის ზონიდან
დამანგრეველი მიწისძვრა და მძიმე შედეგები თურქეთსა და სირიაში. ორივე ქვეყანაში, მიწისძვრის მსხვერპლი 20 000-ს აღწევს. განადგურებულია ინფრასტრუქტურა. თურქეთის 10 პროვინციაში სამი თვით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. პროცესში ჩართულები არიან მაშველები საქართველოდანაც. მათ შენობებიდან გამოჰყავთ დაშავებულები და გარდაცვლილები. ემიგრანტები გზების და ტრანსპორტის პრობლემის გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. რა ხდება თურქეთში სტიქიის ზონიდან ემოგრანტი მზია ქავთარაძე გვესაუბრა. მზია ზუგდიდანაა და ბოლო 13 წელია თურქეთში ემიგრაციაშია წასული. ადანასთან ახლოს ცხოვრობს და სახლში მოხუცს უვლის. მზია ქავთარაძე სტიქიის დეტალებს იხსენებს.
Print