საზოგადოება
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბორჯომში დღეს აქცია გამართეს
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბორჯომში დღეს აქცია გამართეს. აქციას ესწრებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ამავე პარტიიდან და მათი მხარდამჭერები. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი გააპროტესტეს. პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აქციები გაგრძელდება სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის თბილისში.
Print