ახალი ამბები
თურქეთის 10 პროვინციაში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
თურქეთის 10 პროვინციაში 3 თვით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დახმარება 70-მა ქვეყანამ შესთავაზა.

„იმისათვის, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და შემდგომი სამუშაოები სწრაფად განხორციელდეს, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა 3 თვით, 10 პროვინციაში კონსტიტუციის 119-ე მუხლის შესაბამისად.“ - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაზარალებული ადამიანების დროებით დასაბინავებლად ანტალიის ტურისტულ ჰაბში სასტუმროების გახსნა იგეგმება.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 3 549-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 5 151 ადამიანი ემსხვერპლა.
Print