საზოგადოება
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
სამწუხაროთ დამანგრეველ მიწისძვრას, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 300 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავებულია. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშოები გრძელდება. ცოტა ხნის წინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 7 მაგნიტუდაზე მაღალი სიმძლავრის განემორებითი მიწისძვრა მოხდა.

ცნობილია ისიც, რომ დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში, სულ მცირე, 120 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.

საქართველოში თურქეთის საელჩო განცადებას ავრცელებს და საქართველოს სამაშველო ღონისძიებებში დახმარებისთვის მადლობას უხდის.

"მთელი გულით ვუხდით მადლობას ჩვენს გულითად მეგობარს, ახლო მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს, რომელიც, ჩვენთვის ამ უმძიმეს დღეს, უმალ, დაყოვნების გარეშე გვერდით დაგვიდგა დასახმარებლად" - წერია განცხადებაში.






Print