საზოგადოება
ახალშობილის დაბადების შემთხვევაში ოჯახი ბორჯომის თვითმმართველობისგან 1000 ლარს მიიღებს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, ყველა ოჯახს ახალშობილის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად 1000 ლარით დაეხმარება.
აღნიშნული პროგრამის მიზანია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება და ოჯახების მატერიალური ხელშეწყობაა.


ვის უნდა მიმართოს და რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ოჯახმა დახმარების მისაღებად, ტელეკომპანია "ბორჯომს", მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებაში განუცხადეს.


"ერთჯერად დახმარებას მიიღებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ის ოჯახი, რომელთაც ახალშობილი მიმდინარე წელს (2023) შეეძინება. არ აქვს მნიშვნელობა, ახლადდაბადებული  მერამდენე ბავშვი იქნება ოჯახში. ერთჯერადი დახმარებით სარგებლობის შემთხვევაში, ორივე მშობლის სარეგისტრაციო ადგილი უნდა იყოს ბორჯომი. მშობლებმა უნდა წარმოადგინონ, თავიანთი პირადობის მოწმობები, ბავშვის დაბადების მოწმობა, საბანკო რეკვიზიტები. განცხადება უნდა დაწერონ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ოთარ არბოლიშვილის სახელზე და შემდეგ ეს განცხადება გადმომისამართდება ჩვენს განყოფილებასთან"
- განაცხადა ირინა ალბოლიშვილმა, ბორჯომის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა.


ტყუპი ახალშობილის შეძენის შემთხვევაში თანხა გაიცემა ახალშობილის რაოდენობის მიხედვით.



Print