ახალი ამბები
"დაფინანსება მოგვემატა კვების ნაწილში" - ბორჯომის სოციალურად დაუცველთა მომსახურების ცენტრის დირექტორი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის მომსახურებით ყოველდღიურად 275 ბენეფიციარი სარგებლობს.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის დირექტორის ვაჟა გელაშვილის განცხადებით, წელს დაფინანსება მოემატათ კვების ნაწილში.

"დაფინანსება მოგვემატა კვების ნაწილში. ვცდილობთ გავამრავალფეროვნოთ მენიუ. დავამატეთ ხორცის, რძის პროდუქტები და სხვა, რაც აქამდე არ გვქონდა" - ამბობს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ვაჟა გელაშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ ბორჯომის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურეობის ცენტრის უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებად განსაზღვრულია:

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მოქმედი სარეიტინგო ქულით
0-დან 160 000-მდე.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს უფასო სასადილოს მომსახურებით 300-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, ყოველდღიურ საკვებ ულუფასთან ერთად, მათ ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით სასურსათო ნობათებიც გადაეცათ.
Print