ახალი ამბები
მეტროსადგური "ვარკეთილი" ორი თვით დაიკეტება
9 თებერვლიდან მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია დაიწყება, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 თვეს გაგრძელდება. ივნისი-აგვისტოს პერიოდში კი მეტროსადგური 2 თვით დაიკეტება. მერის თქმით, მგზავრთა კომფორტული გადაადგილებისთვის ვარკეთილის მიმართულებით ავტობუსების რაოდენობა დაემატება.
Print