საზოგადოება
გაიღე სისხლი კახას სიცოცხლისთვის
ბორჯომში მცხოვრები 38 წლის კახა შამილი სიცოცხლისთვის იბრძვის.

კახა უკვე 1თვეზე მეტია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. მისი დიაგნოზია ტვინის ქერქის ატროფია.

მას პერიოდულად სისხლის შეცვლა ესაჭიროება. კახას დასახმარებლად მიმდინარეობს კამპანია: გაიღე სისხლი კახას სიცოცხლისათვის!

ვისაც შესაძლებლობა გაქვთ და ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ გთხოვთ გამოგვეხმაუროთ. სისხლის ჯგუფს არ აქვს მნიშვნელობა. (სისხლის ბანკი გადაცვლის).

სისხლის ბანკი ბორჯომში ადგილზე მოახდენს დონაციას. ასევე სისხლი შეგიძლიათ ჩააბაროთ თბილისში (კახა შამილის) სახელზე. სისხლი მოხმარდება კახას ჯანმრთელობას.

დონაციის სურვილის შემთხვევაში დაგვირეკეთ: 599 406 126



Print