Error
საზოგადოება
ბორჯომის საკრებულომ წლის პირველი სხდომა გამართა
ღეს ბორჯომის საკრებულოს წლის პირველი სხდომა გაიმართა.
პირველ საკითხად განიხილეს 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. ამ ეტაპზე ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 42 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს 2022 წლის ანგარიში წარადგინა. დავით ზაალიშვილის განცხადებით, გასულ წელს საკრებულო 16 ჯერ შეიკრიბა. აქედან 12 გეგმიური და 4 რიგგარეშე სხდომა იყო.
დეპუტატებმა ასევე განიხილეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, რველში კორტანეთში და ზანავში ქუჩებისთვის სახელწოდების მინიჭების საკითხი

ანგარიშები წარადგინეს იურიდიულ საკითხთა კომისიის და კულტურის განათლების სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა კომისიების თავმჯდომარეებმა. სხდომაზე 24-მა დეპუტატმა 10 საკითხი განიხილა.


Print