ახალი ამბები
მონაზონი, რომელიც ციხისჯვრის დედათა მონასტერში მამა გაბრიელის სარტყლით გვხვდება, სნეულებაშია
დედა ნატალიას ყველა იცნობს, ვისაც კი ციხისჯვრის დედათა მონასტერი მოულოცავს.

ტაძარში მისულ მრევლს, დედა ნატალია, წმინდა მამა გაბრიელის ნაქონი სარტყლის წელზე გაკეთებას ურჩევს. სარტყელი სასწაულებს ახდენს.

მისი შვილი, არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილი ამავე მონასტრის წინამძღვარია. მისი თქმით, დედა ნატალია სნეულებაშია და მას უკვე ჩვენი ლოცვა სჭირდება. 76 წლის მონაზონს ვირუსი შეეყარა და ფილტვების ანთებით, მეოთხე დღეა კლინიკაშია მოთავსებული.

მამა გაბრიელი მრევლს და საზოგადოებას დედა ნატალიას ლოცვებში მოხსენიებას სთხოვს. ადამიანების ერთდროულ ლოცვას რომ უდიდესი ძალა აქვს, ეს იცით.


"ვირუსი გადაიტანა და დასუსტებულია. ფილტვების ანთება აქვს. გულწრფელად ვთხოვ ყველას, რომ "მამაო ჩვენო" მის სახელზე თქვან, თუნდაც გულში. გთხოვთ, მოიხსენოთ ლოცვებში, რომ გამოჯანმრთელდეს. ახლა დედაოს შველა უნდა. უფალი სნეულებით ადამიანს მასთან აახლოებს და წმენდს. და ჩვენ სულს ეს სჭირდება. თუმცა მოკვდავებს ადამიანური ნუგეშის მიღება გვსურს. ჩვენი ნუგეში დღეს ჩვენი პატრიარქია. ამიტომ არის აქამდე ჩვენთან. ასე რომ ჩემი უმორჩილესი თხოვნით, მოიხსენეთ ლოცვებში დედა ნატალია. შეგიძლიათ ღმერთს სთხოვოთ, უფალო განკურნე სნეული მონაზონი ნატალია, რათა მალე გამოჯანმრთელდეს და დაბრუნდეს ტაძარში. მისთვის ჩვეულ ყოველდღიურობას, სიყვარულის გაცემის მდგომარეობას დავუბრუნოთ. მარტო კომენტარებში არა, რეალურ ლოცვაში მოიხსენიეთ დედა ნატალია. "ლაიქისა" და კომენტარის ამარა ნუ დატოვებთ არქიმანდრიტის ამ გულწრფელ თხოვნას" - ამბობს მამა გაბრიელი.
Print