საზოგადოება
ბაკურიანში ზამთრის სეზონი თოვლის გარეშე
ბაკურიაში ზამთრის სეზონი ჩავარდნის პირას არის. უამინდობამ რიგი პრობლემები შეუქმნა ადგილობრივებს და დამსვენებლებს. მათი თქმით წინა სეზონთან შედარებით დამსვენებლების რაოდენობა განახევრებულია.
გამოწვევების წინაშე დადგა კერძო ბიზნესიც, მათი თქმით ხშირია შემთხვევები როცა დამსვენებლები ჯავშნებს აუქმებენ ან დროზე ადრე ტოვებენ სასტუმროს.
ამ ეტაპზე ბაკურიაში არეა პარკი, ეგრეთწოდებული ოცდახუთიანები და კერძო საბაგიროები მუშაობს.

Print