საზოგადოება
Moonbike -პირველი ელექტრო თოვლმავლის ტესტდრაივი ბაკურიანში
ბაკურიანში პირველად გაიმართა ახალი ელექტრო თოვლმავლის პრეზენტაცია და ტესტდრაივი. ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა, moonbike ზამთრის კურორტზე ბიზნეს სექტორს წარუდგინეს.
მწარმოებლების თქმით, ელექტრო თოვლმავალი 100 პროცენტით ეკოლოგიური გადაადგილების და გართობის საშუალებაა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მას -25 გრადუს ტემპერატურაზე შეუძლია იმუშაოს. დამუხტვის შემდეგ moonbike მუნბაიქით სამი საათის განმავლობაში შეძლებთ გადაადგილებას.


Print