ახალი ამბები
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს
მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 19 იან­ვარს, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქმედ ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა ტარ­დე­ბა.

ტრადიციულად, მდინარეში განბანვის რიტუალი შესრულდა ბორჯომში. მრევლი, გვიან ღამით დღესასწაულს მდინარე მტკვარში შესულები შეხვდნენ. ეს ტრადიცია უკვე ათეულ წლებს ითვლის.


მდინარეში განბანვის რიტუალი ბორჯომში




მდინარეში განბანვის რიტუალი ბორჯომში



სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ყო­ვე­ლი წლის ამ დღეს მდი­ნა­რე იორ­და­ნე აღმა იწყებს სვლას, რო­დე­საც იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე­ში სამ­ჯერ ჯვარს გა­და­აგ­დებს, რო­გორც ეს მოხ­და უფ­ლის მდი­ნა­რე­ში ჩას­ვლის დროს.

წმი­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მიერ იესო ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბა მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში მოხ­და. ამ დროს მას­ზე სუ­ლიწ­მინ­და მტრე­დის სა­ხით გად­მო­ვი­და და თავ­ზე და­ად­გა, ზე­ცი­დან კი ხმა გა­ის­მა: "ეს არის ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლიც მე სათ­ნო ვი­ყავ".

რე­ლი­გი­უ­რი სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ნა­კურთხ წყალს უფ­ლის მიერ კურ­თხე­უ­ლი მდი­ნა­რე იორ­და­ნეს მად­ლი ენი­ჭე­ბა და უხრწნელ თვი­სე­ბებს იძენს. მორ­წმუ­ნე­ებს მისი მი­ღე­ბა უზ­მო­ზე შე­უძ­ლი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ავად­მყო­ფო­ბი­სა და გან­საც­დე­ლე­ბის დროს.
Print