საზოგადოება
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ამის შესახებ მედიასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. ანთაძის თქმით, ამ დროისთვის, დაკავების ფაქტთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება.

„გუშინ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე და შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ. გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და გვარი“, – აღნიშნა ანთაძემ.
Print