საზოგადოება
ბორჯომში საახალწლო ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება
2022 წლის 31 დეკემბრის ბოლო საღამოს კოსტავას სახელობის ბაღი უმასპინძლებს, მზადება ახალიწლის მთავარი ღონისძიებისთვის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნაძვისხესთან ბორჯომელებს და პატარებს დახვდებათ თოვლის პაპა და ზღაპრის გმირები, საღამოს რვა საათიდან მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ადგილობრივი ვოკალური ანსაბლები, შემდეგ გაიმართება გამოჩენილი ბორჯომელების დაჯილდოება, საღამოს ბოლოს მსმენელს შეეძლებათ მოუსმინოს ჯგუფ ,,რეგიონს’’. 12 საათზე დაგეგმილია ფეირვერკი.
Print