საზოგადოება
რომელ ქვეყნებში და რა ფასად მიდიან ქართველები ახალ წელს
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტურისტული კომპანიების საქმიანობა კიდევ უფრო გააქტიურდა. როგორც ტუროპერატორები „ბიზნესპერსნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ქართველი მომხმარებლები ახალი წლის პერიოდის გასატარებლად უფრო თბილ ქვეყნებს ირჩევენ.

კერძოდ, კომპანია „გლობალ თრეველის“ განმარტებით, წელს ყველაზე მოთხოვნადი ეგვიპტე, დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი და მალდივებია.

„ამ სეზონზე ძირითადად მიდიან ეგვიპტეში, დუბაიში, აბუ დაბიში, ტაილანდიც და მალდივებიც საკმაოდ მოთხოვნადია. ასევე, ევროპა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, საფრანგეთი, ავსტრია და გერმანიის ქვეყნები. თუმცა, თბილი ქვეყნები უფრო პოპულარულია“,- აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება ფასებს, „გლობალ თრეველის“ ტარიფებით, მაგალითად, დუბაის მიმარულების (3 დღე და 3 ღამე) ღირებულება 1725 ლარიდან იწყება, ეგვიპტე (6 დღე, 7ღამე) - 1500 ლარიდან, მალდივები (6 დღე, 7 ღამე ) - 4490 ლარიდან, ხოლო, აბუ დაბი (5 დღე, 5 ღამე) – 1630 ლარიდან. ამასთან, ღირებულებაში შედის, ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი - დანიშნულების ადგილი), ტრანსფერი, სასტუმროში განთავსება, საუზმე და სამოგზაურო დაზღვევა.

წყარო:bpn.ge
Print