ახალი ამბები
როდის აინთება ნაძვის ხე და რა იგეგმება ახალ წელს ბორჯომში
ბორჯომში წინასაახალწლო სამზადისია. 25 დეკემბერს, მთავარი ნაძვის ხე წელს, კოსტავას სახელობის ბაღში აინთება. მისი ადგილმდებარეობის შეცვლას საზოგადოებაში განსხვავებული აზრი მოყვა. რაც შეეხება 31 დეკემბერს. საახალწლო ღონისძიებისთვის ბორჯომში 40 000 ლარამდე დაიხარჯება. პირველი ტენდერი, რომელიც მერიას უფრო მეტ თანხაზე ჰქონდა გამოცხადებული, ჩაიშალა. მოხდა თანხის კორექტირება და დაგეგმილი ღონისძიებების შეცვლა. წელს, პირველად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვებს იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობით ასახელეს ბორჯომი და საქართველო.
Print