საზოგადოება
თოჯინური თეატრების ფესტივალის დახურვა ბორჯომის თოჯინების თეატრში
ბორჯომის პროფესიულ სახელმწიფო თოჯინების თეატრში რიგით მეხუთე თოჯინური თეატრების ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა, ფესტივალი 14 დან 19 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. საღამოზე ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მაყურებელს წარუდგინა სპექტაკლი „საქართველო“
სპექტაკლის შემდეგ დააჯილდოვეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თეატრები და მათი წარმომადგენლები. პრიზები სულ 12 ნომინაციაში გაიცა.

Print