საზოგადოება
,,არჩევნებზე დაკვირვება და ანგარიშგება’’-ცესკოს ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
,,არჩევნებზე დაკვირვება და ანგარიშგება’’ დღეს ბორჯომში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტრენინგი ტარდება. შეხვედრა ოფიციალურად გახსნეს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა, და ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის, დემოკრატიული არჩევნების ძირითადი პრინციპები? დამკვირვებლების როლი და მოვალეობები საარჩევნო ციკლში? სადამკვირვებლო მისიების ტიპები, როგორ დავგეგმოთ საარჩევნო სადამკვირვებლო მისია?
როგორია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშგების პროცედურები?
როგორ დავწეროთ არჩევნებზე დაკვირვების კარგი ანგარიში?
ელექტრონული ტექნოლოგიების მონიტორინგი საარჩევნო პროცესებში.
სწავლება თეორიასთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა. საინფორმაციო შეხვედრა ტ
არდება ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ ევროპის საბჭოს ოფისთან თანამშრომლობით.
Print