საზოგადოება
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბორდიურს დაეჯახა, რის შედეგადაც, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.


წყარო: https://www.interpressnews.ge/
Print