საზოგადოება
საკრებულოს ერთწლიანი მუშაობა-მოქალაქეების და დეპუტატების შეფასებები
ბორჯომის ბოლო მოწვევის საკრებულოს არჩევიდან 1 წელი გავიდა. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 33 დეპუტატი მუშაობს.

ბოლო მოწვევის საკრებულოში როგორც ძველი, გამოცდილი, ასევე ახალი სახეები არიან. რა ინიციატივები დააყენეს ერთი წლის განმავლობაში სხდომებზე და რამდენად ეფექტურად მუშაობს 2021 წლის მოწვევის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო, ამის შესახებ რამდენიმე დეპუტატს ვკითხეთ.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბორჯომის საკრებულოში დეპუტატები ოთხი პარტიიდან შევიდნენ. ესენია: ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გახარია საქართველოსთვის და პატრიოტთა ალიანსი. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს კიდევ სამი წელი დარჩა იმისთვის, რომ ინიციატივები დააყენოს და ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები გადაჭრას.

Print