საზოგადოება
ორი წელი ,,კუკუშკის’’ მოლოდინში
ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი თითქმის ორ წელზე მეტია გაჩერებულია. ეგრეთ წოდებული ,,კუკუშკა'' ყველასთვის მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გადაადგილების საშუალებაა. ზამთრის სეზონის დაწყებასთან ერთად მატარებელი კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება. თემის გაშუქების მიზნით ტელეკომპანია ,,ბორჯომს’’ ადგილობრივებმა არაერთხელ მიმართეს. მოსახლეობა ჩვენთან საუბრისას ამბობს, მატარებელი მხოლოდ დასაქმებულების გადასაადგილებლად მუშაობს.

ტელეკომპანია ,,ბორჯომი’’ საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდა. ოფიციალურ წერილზე პასუხს უწყებისგან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ველოდით. არაერთი მცდელობის მიუხედავად კომპანიაში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს რატომ არ მოძრაობს და როდის განაახლებს მუშაობას ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი . შეგახსენეთ რომ ,,კუკუშკამ'' მუშაობა 2020 წლიდან შეაჩერა. ამ თემაზე ტელეკომპანია "ბორჯომმა" მასალა არაერთხელ მოამზადა.

Print