ახალი ამბები
ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია
ვარკეთილში, ზემო პლატოზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.

ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ტერიტორიაზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები და მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.



ფოტო: ინტერპრესნიუსი
Print