საზოგადოება
გაზგაყვანილობა "ობობას ქსელივით" ბორჯომის კორპუსებში
ბორჯომში, მრავალსართულიან კორპუსებზე ბუნებრივი აირის მილები ასე ობობის ქსელივითაა გაბმული. ადგილობრივების თქმით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით საჭიროა მილების შეფუთვა და დაცვა.

არსებული გაზგაყვანილობის პირობებში ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ. ლიკანში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ, შიშობენ, მსგავსი ფაქტი მათთანაც არ განმეორდეს.

კორპუსებში გაზგაყვანილობის შეფუთვას სააქციო საზოგადოება საქორგგაზი და კომპანია სემეკი აფინანსებს.



Print