საზოგადოება
ბაკურიანში გენდერულ საკითხებზე ტრენინგი ტარდება
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება რეგიონული ინიციატივების ცენტრთან" ნათელი მომავალი" პარტნიორობით ახორციელებს პროექტს "თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებ8სგან თავისუფალი გარემო ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად". პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა"-ს ფარგლებში ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 25-27 ნოემბერს, იმერეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის, ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს, 11 მუნიციპალიტეტის 20 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, მოადგილეები, გენდერზე პასუხისმგებელი პირები, გენდერული საბჭოს წევრები და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

პროექტის მენეჯერმა ირაკლი მხეიძემ მონაწილეებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

ტრენინგზე შემდეგი თემები განიხილეს: დისკრიმინაციია ცნება და ფორმები, წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაცია, მტკიცების ტვირთი, გონივრული მისადაგება, ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილებზე, ქალთა დამატებითი შრომითი გარანტიები შრომის კოდექსის მიხედვით, აღსრულების მექანიზმები.

ტრენინგს მოწვეული ტრენერები რაისა ლიპარტელიანი და თამარ სურმავა უძღვებოდნენ.
Print