საზოგადოება
სავარაუდო ყაჩაღური თავდასხმა​ ხაშურში, დედათა მონასტერში
ხაშურში მონაზონი სცემეს. 70 წლის დედა ანას ფიზიკურად უცხო პირი გაუსწორდა.

შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა.

დედათა მონასტრის მკვიდრი მძიმე დაზიანებებით თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა შემდეგ მისი გადმოყვანა თბილისში გახდა საჭირო.

მონასტერი დაკეტილია, პოლიცია კი დამნაშავეს ეძებს.

ეკლესიაში მყოფი მრევლი ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ, 6 საათზე მოხდა და დედაო სასტიკად არის ნაცემი. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.


წყარო:tvpirveli.ge
Print