საზოგადოება
მართლმადიდებლური სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

საეკლესიო გადმოცემით, 23 ნოემბერი პირველად საეკლესიო დღესასწაულად წმიდა ნინომ დაადგინა.

საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. საქართველოს ეკლესია წმიდა გიორგის მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად მიიჩნევს.
Print