საზოგადოება
მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარიდან ცხედარი ამოასვენეს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაღუპული შუახნის ქალია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო დახმარების ეკიპაჟები.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Print