ახალი ამბები
"ზოგიერთი სოფელი მოცემული კრიტერიუმებიდან მხოლოდ სიმაღლეს აკმაყოფილებს" - ანტონ ობოლაშვილი
ანტონ ობოლაშვილმა "მეცხრე არხთან" სოფლებისთვის მაღალმთიანების სტატუსი მინიჭების საკითხზე ისაუბრა. სამცხის დეპუტატმა განმარტა, რომ სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთი სოფელი მოცემული კრიტერიუმებიდან მხოლოდ სიმაღლეს აკმაყოფილებს. დანარჩენ კრიტერიუმებზე ისევ დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი, განსაკუთრებით აღწერები და დემოგრაფიული მონაცემები არის დასაზუსტებელი.

შეგახსენებთ, რომ სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა მაღალმთიანების პრობლემებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას ისაუბრა. მისივე თმით, მაღალმთიანების სტატუსით განსაზღვრულ შეღავათებს ვერ იღებენ პირები, რომლებიც საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროში არიან დასაქმებულები, მათ შორის მძღოლები, დამლაგებლები, ბიბლიოთეკარები და მსგავს პოზიციებზე დასაქმებულები.

საჭიროა ამ პირებმა იმ შეღავათებით ისარგებლონ, რაც სფეროში უშუალოდ ექიმებისთვის და მასწავლებლებისთვის არის გათვალისწინებული, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლება, ან განახევრება.

ობოლაშვილის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ: "მთავარი მოტივაცია, რაც ამ კანონს ახლდა იყო ის, რომ ექიმს და მასწავლებელს სხვანაირი დაფასება ჰქონოდა და იქ სამუშაოდ სხვა რეგიონიდან წასულიყო. ამ მოტივაციას კარგავენ."



წყარო: "მეცხრე არხი".
Print