საზოგადოება
TOK TV- ის ვებ გვერდზე შეტევა მიმდინარეობს
TOK TV- ის ვებ გვერდზე DDoS შეტევა მიმდინარეობს, რის შედეგადაც საიტი რამდენიმე წუთით გაითიშა.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა სხვადასხვა შეფასებით, პრორუსული და სიძულვილის ენის გამავრცელებელი ტელეკომპანია "ალტ ინფოს" შესახებ მომზადებული მასალები, რასაც შემდგომ მუქარა მოყვა მათი იდეოლოგიის გამზიარებლებისგან.

ტექნიკური ჯგუფი ამ წუთებშიც ცდილობს შეტევას გაუმკლავდეს - ინფორმაციას "TOK TV" ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
Print