საზოგადოება
როდის დაიწყება დაპირებული გაზიფიცირება ბორჯომის ოთხ სოფელში
დიდი მიტარბი, დვირი, ქვაბისხევი და ჩითახევი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეს 4 სოფელი გაზიფიცირდება, თუმცა სამუშაოების დაწყების ზუსტი დრო ვერც "გაზის ტრანსპორტირების" კომპანიაში დაგვიკონკრეტეს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონი ლარია, რომელიც გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ 4 სოფლის გარდა კიდევ 5 სოფელია რომელიც გაზიფიცირების გარეშეა დარჩენილი.


Print