საზოგადოება
უფასო პური ახალ უბანში მცხოვრებლებისთვის - ქველმოქმედება დაბადების დღეზე
დღეს, 5 ნომებერს, მთელი დღის განმავლობაში, ბორჯომში, ახალი უბნის ყველა მაღაზიაში პური უფასოა. მომხმარებლებს დღეს საფასურის გადახდა არ მოუწევთ, რადგან ამავე უბანში მცხოვრებმა ზაურ ბალახაძემ მოქალაქეებისთვის პურის საფასური ყველა მაღაზიაში წინასწარ გადაიხადა. ქველმოქმედების მიზანი, საკუთარი დაბადების დღე იყო. თუმცა, ზაურ ბალახაძეს უფასო პურის აქცია აქამდეც ჰქონდა დაწესებული.

"უკვე მესამედ ვაკეთებ ამ აქციას. უფასო პურის აქცია მაღაზიებში თავდაპირველად იყო პანდემიის დროს, მეორედ სავარაუდოდ შობის დღესასწაულისთვის გავაკეთე და ეს არის მესამედ, რადგან დღეს ჩემი დაბადების დღეა" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ზაურ ბალახაძემ.
Print