ახალი ამბები
ბაკურიანში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდება - ანტონ ობოლაშვილი
ბაკურიანში, ახალციხესა და ვალეში სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგება მოხდება. ყველაზე დიდი პროექტები რეგიონში სწორედ ამ მუნიციპალიტეტსა და დაბებში განხორციელდება.

პარლამენტში სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის მოსაწესრიგებლად განკუთვნილი 520 000 000 ლარიდან სამცხე-ჯავახეთისთვის გამოიყოფა დაახლოებით 187 000 000 ლარი. დეპუტატის განმარტებით, აღნიშნული პროექტები გულისხმობს, როგორც სასმელი წყლის გაყვანას, ასევე რეაბილიტაციას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაჟორიტარმა დეპუტატმა გასულ თვეში, პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. ობოლაშვილი დაინტერესდა, წყალმომარაგების კუთხით, სამცხე–ჯავახეთში რამდენი ლარია გამოყოფილი. მან კითხვაზე პასუხი სხდომის დამთავრების შემდგომ მიიღო პასუხი.


Print