საზოგადოება
ბორჯომში ექსესის პროგრამის სტუდენტებმა ჰელოუნი აღნიშნეს
ბორჯომში ექსესის პროგრამის სტუდენტებმა ჰელოუნი აღნიშნეს, საღამო შემეცნებით ხასიათს ატარებდა, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულთან დაკავშირებით, ონლაინ ჩართვით ესაუბრნენ ამერიკელ ოჯახს, გაიგეს მათი ტრადიციები.
სტუდენტებმა თავად მოამზადეს დეკორაციები და გამოავლინეს საუკეთესო კოსტიუმის ავტორი. უყურეს თემატურ ფილმს.
ექსესი ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამაა, რომლის მიზანია მოზარდებში ინგლისური ენის ცოდნის უნარების გაზრდა, ექსეს პროგრამა PH International- ისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ბორჯომში 2020 წლიდან ხორციელდება. პროგრამის პარტნიორია ბორჯომში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“.


Print