საზოგადოება
ბორჯომში უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახს ბინა უქირავეს
ბორჯომში მცხოვრებ ნათია სოროკინას და მის ორ მცირეწლოვან შვილს, უკვე რამდენიმე დღეა, უკეთესი საცხოვრებელი პირობები აქვთ. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს ბინა უქირავეს.

ნათია სოროკინას განცხადებით, მათ ოჯახს, Facebook ჯგუფის "შენთან ვარ" წარმომადგენელი სალომე სამუშია დაეხმარა. ოჯახისთვის ავეჯის შეძენაც სწორედ ამ ჯგუფის დახმარებით მოხერხდა.

ნათია სოროკინა, სამი და შვიდი წლის შვილებთან ერთად, ქირით სავარაუდოდ ერთი წლის განმავლობაში იცხოვრებს.


შეგახსენებთ, ამ ოჯახის გაჭირვების და რთული პირობების შესახებ, სიუჟეტი ტელეკომპანია "ბორჯომმა" 7 ოქტომბერს მოამზადა. ბავშვების დედა, შვილის ჯანმართელობის მდგომარეობის გამო დახმარებას ითხოვდა. მათი ამბავი მაშინ, მთელმა საქართველომ სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო.

ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე >>>>>>

https://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/16843-borjomshi-ukidures-gatcirvebashi-myofi-ojakhi-dakhmarebis-molodinshi?fbclid=IwAR2gadjb-goEgJJbQx8UKXvoXKfN18bsrnZ2jPsuv0oCPsFzc7lw4N0f4yw
Print