საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო ტყეკაფებამდე მისასვლელ გზებს ჭრის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ სვირში, 9 კილომეტრამდე მონაკვეთზე ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენა, ერთი მხრივ, მოსახლეობას გაუადვილებს ტყეკაფებიდან საშეშე მერქანის გამოტანას, მეორე მხრივ, კი, ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. შედეგად, გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობა.

სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციის პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობობებას “საქმიან ეზოებში“ ახორციელებს. თითქმის ყველა რეგიონში ჯამში 40 „საქმიანი ეზოა“ მოწყობილი, საიდანაც მოსახლეობას შეუძლიათ მათთვის სასურველ პერიოდში შეიძინოს საშეშე მერქანი.




Print