საზოგადოება
9 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
დღეს, 26 ოქტომბერს, ახალქალაქში, მე-4 სკოლის წინ  9 წლის გოგონას LADA-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა, ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

შემთხვევა დღეს, შუადღისას მოხდა. მოზარდს მანქანა ფეხით სავალ ნაწილთან დაეჯახა. ავტომობილი, დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, ამიტომ ბავშვმა მცირე დაზიანებები მიიღო. გოგონა თავად წავიდა სკოლაში. შემდეგ ის სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს ექსპერტიზაზე. საავადმყოფოს ცნობით, ბავშვს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

წყარო:jnews.ge
Print