საზოგადოება
ბორჯომში მიუსაფარმა ძაღლებმა ქალი დაკბინეს
ბორჯმში კოსტავას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლების მიერ დაკბენილ ქალს დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს. ციური გოგოლაძემ მიუსაფარი ცხოველების მოგერიება ვერ შეძლო და შველას ითხოვდა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა ის ჯეო ჰოსპოტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გვეუბნებიან, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. სამედიცინო ცენტრს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის პაციენტები ყოველდღიურად აკითხავენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა მრავალი წელია დღის წესრიგში დგას. ცნობილია რომ, ბორჯომში იგეგმება მუნიციპალური თავშესაფრის აშენება, თუმცა როდის დაიწყება მშენებლობა და როდის მოგვარდება აღნიშნული პრობლემა ჯერ უცნობია.



Print