საზოგადოება
ბორჯომში საზოგადოებრივი ღონისძიება "ემეგობრე პოლიციას" გაიმართა
ბორჯომში ცენტრალურ პარკში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორი თემურ მღებრიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ბორჯომში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერს აღნიშნული დანაყოფების აღჭურვილობა და სპეცტექნიკა.

ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.

კამპანიის ფარგლებში ასევე გრძელდება შსს-ს დანაყოფების წარმომადგენლების ვიზიტები სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები იმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
Print